
კლინიკა თავად გიპოვით
- მხოლოდ სტომატოლოგიური ვაკანსიები
- მონიშნეთ თავისუფალი დღეები, კლინიკები ხედავენ
- ერთი პროფილი შემთხვევებით და სერტიფიკატებით
ვაკანსიები, დროებითი ცვლები, ვერიფიცირებული კანდიდატები და სტომატოლოგიური მასალები სტომატოლოგებისა და კლინიკებისთვის.


კლინიკა აქვეყნებს დღეებს, როცა ადამიანი სჭირდება. სპეციალისტები, ვისაც ეს დღეები თავისუფლად აქვს მონიშნული, პირველები ხედავენ.
ღია ცვლების ნახვა
მოძებნეთ, შეადარეთ ფასები და შეუკვეთეთ პირდაპირ მომწოდებელს.
მასალების ნახვამომწოდებელი ხართ? გახსენით მაღაზია
მასალები, შემთხვევები, კლინიკები. იკითხეთ და გიპასუხებენ ისინი, ვინც იგივე საქმეს აკეთებს.
ფორუმში შესვლა

MolarJobs არის სივრცე, რომელიც შეიქმნა კარიერის ნებისმიერ ეტაპზე მყოფი სტომატოლოგებისთვის. შეგიძლიათ შექმნათ პროფილი, ატვირთოთ კლინიკური შემთხვევები, უპგ ქულები და სერტიფიკატები, და აქვე შექმნათ CV. ჩვენ ვზრუნავთ, რომ თქვენი უნარები კლინიკებს მაქსიმალურად კარგად წარვუდგინოთ.
პირველი თვე უფასოა, შემდეგ 9 ₾ თვეში (15 ₾ 2027 წლის 1 იანვრიდან) (ან წლიურად, 20%-ით იაფად). ერთი პაკეტი, ყველაფერი შედის.
MolarJobs-ზე რეგისტრაცია შეუძლიათ სტომატოლოგებს, ასისტენტებს, სტერილიზაციის მედდებსა და კბილის ტექნიკოსებს, ასევე კლინიკის მფლობელებს, ადმინისტრატორებს, მენეჯერებს, HR სპეციალისტებს და ნებისმიერ პირს, რომელიც კლინიკაში პერსონალის მოძიებასა და დასაქმებაში მონაწილეობს.
თუ ხართ სტომატოლოგი, ასისტენტი, სტერილიზაციის მედდა ან კბილის ტექნიკოსი, რეგისტრაციის დასაწყებად აირჩიეთ „კანდიდატის პროფილის შექმნა“.
როცა პროფილს სრულად შეავსებთ, შეძლებთ მის განთავსებას კანდიდატების პანელში. კლინიკა იქ გპოულობთ, ეცნობა თქვენს უნარებს და გიგზავნით მოწვევას.
თქვენი პროფესიული პროფილი ხელმისაწვდომია კლინიკებისთვის, რომლებიც MolarJobs-ის საშუალებით კანდიდატებს ეძებენ. მათ შეუძლიათ გაეცნონ თქვენს გამოცდილებას, განათლებას, უნარებს, სერტიფიკატებსა და პროფილში მითითებულ სხვა ინფორმაციას. თქვენი ტელეფონის ნომერი და ელფოსტა დაცულია და გაზიარდება მხოლოდ თქვენი ნებართვით.
სტომატოლოგებსა და ასისტენტებს საკუთარ კალენდარში შეუძლიათ მონიშნონ დღეები და დრო, როდესაც დროებითი სამუშაოსთვის არიან ხელმისაწვდომი. თუ კლინიკას კონკრეტულ პერიოდში დამატებითი კადრი სჭირდება, ის ნახავს ხელმისაწვდომ პროფესიონალებს და გამოგიგზავნით ცვლის მოთხოვნას. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ან უარყოთ მოთხოვნა. შეთანხმების შემთხვევაში დროებითი ცვლა თქვენს კალენდარში დაფიქსირდება.
პასუხი ვერ იპოვეთ? მოგვწერეთ ჩატში
სტომატოლოგები, ასისტენტები, მედდები, ტექნიკოსები და კლინიკები, რომლებიც მათ ეძებენ, მთელ საქართველოში.
